Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი და ერაყელი ჯარისკაცები მეამბოხეებს


ამერიკელი და ერაყელი ჯარისკაცები მეამბოხეებს შეეტაკნენ ერაყის ქალაქ ჰუსაიბაჰის ქუჩებში.

ამერიკელი და ერაყელი ჯარისკაცები მეამბოხეებს შეეტაკნენ ერაყის ქალაქ ჰუსაიბაჰის ქუჩებში.
შეტაკებები მეორე დღე გაგრძელდა. ამერიკელების ხელმძღვანელობით კოალიციის ჯარებს წამოწყებული აქვთ ფართომასშტაბიანი იერიში მუსლიმან ექსტრემისტებზე და მათს ობიექტებზე სირიასთან საზღვრის გასწვრით. კოალიციის ჯარისკაცებს სამხედრო მხარდაჭერას უწევენ ჯავშანტრანსპორტიორები და საჰაერო ძალები. ამის მიუხედავად კოალიციის ჯარები, როგორც იუწყებიან, ნელა მიიწევენ წინ. "ოპერაცია რკინის ფარდა" - ასე უწოდებენ იერიშს, რომელიც ჰუსაიბაჰში გრძელდება - მიზნად ისახავს ერაყში მებრძოლების უცხოეთიდან შესვლის მთავარი მარშრუტის ჩაკეტვას. ოპერაციაში მონაწილეობს 2500 ამერიკელი და 1000-მდე ერაყელი ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG