Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქტ პეტერბურგში დღეს გაიმართა სვლა


სანქტ პეტერბურგში დღეს გაიმართა სვლა “სიძულვილის წინააღმდეგ”.

სანქტ პეტერბურგში დღეს გაიმართა სვლა “სიძულვილის წინააღმდეგ”.
რადიო “თავისუფლების” რუსული სამსახურის ინფორმაციით, სვლაში მონაწილეობდა 300-მდე ადამიანი, მათ შორის აფრიკელი სტუდენტები და რამდენიმე პოლიტიკური პარტიის, მათ შორის “იაბლოკოს” წევრები. სვლის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერებით “რუსეთი რასიზმის გარეშე”, “სირცხვილი ქალაქს, რომელიც თავის სტუმრებს ხოცავს”. ამ აქციამდე ორი კვირით ადრე 22 წლის უზბეკი მოქალაქე მოკლა სამმა კაცმა ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტთან, რომელშიც ბევრი უცხოელი სწავლობს. დღევანდელი სვლით პატივი მიაგეს ანტირასიზმის აქტივისტის, ნიკოლაი გირენკოს ხსოვსნა. გირენკო 2004 წელს მოკლეს.
XS
SM
MD
LG