Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აზერბაიჯანში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არ


"აზერბაიჯანში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო ნორმებს"

"აზერბაიჯანში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო ნორმებს"
- ასეთი შეფასება მისცეს გუშინ ჩატარებულ კენჭისყრას ეუთოს მეთვალყურეებმა. აღმოჩენილ დარღვევებს შორის ეუთოს ანგარიშში საუბარია მაქინაციებზე ბიულეტენების დათვლის მსვლელობაში და არჩევნების პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების ჩარევა. ამ დარღვევების გამო გულისტკივილი გამოხატა ევროკავშირის ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა, რომლის თქმით, საბოლოო დასკვნებს მას შემდეგ გააკეთებენ, რაც შესწავლილ იქნება ეუთოს მეთვალყურეთა ანგარიში. ოპოზიციური ბლოკი "აზადლიყი" არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს. ოპოზიციას განზრახული აქვს, 9 ნოემბერს, ბაქოში, მასობრივი საპროტესტო აქცია გამართოს.
წინასწარი ოფიციალური მონაცემებით, კენჭისყრაში მმართველმა პარტიამ "ენი აზერბაიჯანმა" გაიმარჯვა.
XS
SM
MD
LG