Accessibility links

logo-print

საფრანგეთში მეთერთმეტე დღეა, არ ცხრება


საფრანგეთში მეთერთმეტე დღეა, არ ცხრება მღელვარება. ღამის განმავლობაში აქციების მონაწილეებმა

საფრანგეთში მეთერთმეტე დღეა, არ ცხრება მღელვარება. ღამის განმავლობაში აქციების მონაწილეებმა
1400-მდე ავტომანქანა დაწვეს. წუხელვე პოლიციამ 400-მდე ახალგაზრდა და მოზარდი დააკავა. პარიზის სამხრეთით, ქალაქ გრინიში, პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 30-მდე სამართალდამცავი დაიჭრა, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში მოათავსეს. იუწყებიან, აგრეთვე, რომ საავადმყოფოში გარდაიცვალა 61 წლის მამაკაცი, რომელიც გასულ კვირაში, პარიზის ერთ-ერთ შემოგარენში სცემა ახალგაზრდა ბიჭმა. პარიზის გარდა, მასობრივი არეულობის შესახებ იტყობინებიან ნანტიდან, ტულუზიდან, ორდეანიდან, რუანიდან და სენტ-ეტიენიდან. საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა: [ჟაკ შირაკის ხმა] "ჩვენ უნდა გვესმოდეს: საზოგადოება შეიძლება განვითარდეს მხოლოდ ურთიერთპატივისცემის, სამართლიანობისა და თანაბარი შესაძლებლობების ჩარჩოებში. და ჩვენ ამ მიმართულებით ვმოძრაობთ. მაგრამ არის ერთი - პრიორიტეტული - პირობა: უსაფრთხოებისა და საზოგადოებირივი წესრიგის აღდგენა. მოზარდებისა და პოლიციელების შეტაკებები 27 ოქტომბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც დაიღუპა ორი მოზარდი, რომლებსაც, თვითმხილველთა მტკიცებით, პოლიცია მისდევდა. თავიდან არეულობა ძირითადად აფრიკელებით დასახლებულ უბნებში აღინიშნა, შემდეგ კი მთელს ქვეყანას მოედო.
XS
SM
MD
LG