Accessibility links

logo-print

ევროპის კავშირის ხელმძღვანელობა მიესალმება მცდელობას


ევროპის კავშირის ხელმძღვანელობა მიესალმება მცდელობას, ირანის ბირთვული პროგრამის

ევროპის კავშირის ხელმძღვანელობა მიესალმება მცდელობას, ირანის ბირთვული პროგრამის
გარშემო წარმოშობილი კრიზისი მოგვარებულ იქნეს დიპლომატიური გზით. ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე, თეირანის მისამართით ისევ გამოითქვა მოწოდება, შეწყვიტოს ურანის გამდიდრების სამუშაოები და საშუალება მისცეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებს, შემოწმება ჩაატარონ ირანის ყველა ბირთვულ ობიექტზე. ხსენუბული უწყების ხელმძღვანელმა მოჰამედ ბარადეიმ ამასთან დაკავშირებით განაცხადა: [მოჰამედ ბარადეის ხმა] "დღეისთვის ირანში დარჩა მხოლოდ ერთი ობიექტი, რომლის დათვალიერებაც გვინდა. ყველა დანარჩენი უკვე დავათვალიერეთ. ამდენად, პროგრესს მივაღწიეთ. იმედს გამოვთქვამ, რომ მოვახერხებთ ობიექტ ლავიზანის დათვალიერებასაც." ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი ხასიათისაა და მისი განხორციელება ქვეყნის განუყოფელი უფლებაა.
XS
SM
MD
LG