Accessibility links

ჟენევაში ჯანმრთელობის დაცვის ექსპერტები ფრინველის


ჟენევაში ჯანმრთელობის დაცვის ექსპერტები ფრინველის გრიპის თაობაზე მსჯელობენ. მსოფლიოს 100-დე ქვეყნის

ჟენევაში ჯანმრთელობის დაცვის ექსპერტები ფრინველის გრიპის თაობაზე მსჯელობენ. მსოფლიოს 100-დე ქვეყნის
წარმომადგენლებმა დღეს მოუწოდეს მსოფლიოს მეტი გააკეთონ ფრინველის გრიპის ადრეულ სტადიაზე, მასთან საბრძოლველად. ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ბერნჰარდ ვალატმა განაცხადა, რომ ფრინველის გრიპის ვირუსთან ბრძოლა ადამიანებს შორის პანდემიის გაჩენას აგვაცილებს თავიდან. დღეს ვიეტნამში ფრინველის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ის 42-ე მსხვერპლია ამ ვირუსისა. აზიაში, სულ დღემდე 60 ადამიანი დაიღუპა. ისინი ყველა მეფრინველეობის ფერმებში მუშაობდნენ. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ მხოლოდ დროის საკითხია, სანამ ფრინველის გრიპის ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაედება.
XS
SM
MD
LG