Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში საქმე აღძრეს პროქურთული გამომცემლობის


თურქეთში საქმე აღძრეს პროქურთული გამომცემლობის და მისი მფლობელის ფათი ტასის მიმართ, ამერიკელი ავტორის

თურქეთში საქმე აღძრეს პროქურთული გამომცემლობის და მისი მფლობელის ფათი ტასის მიმართ, ამერიკელი ავტორის
წიგნის თარგმნის და გამოცემის გამო. ჯონ ტირმანის წიგნის სახელწოდებაა “ომის სვეტები, ამერიკის იარაღით ვაჭრობის ადამიანური ფასი” . მასში გაკრიტიკებულია თურქული ნაციონალიზმი და თურქეთის დამოკიდებულობა ქურთების უმცირესობის მიმართ. პროკურატურამ ტასის ბრალი დასდო იმ მუხლებით, რომელიც თურქული იდენტიფიკაციის ან თურქეთის მთავრობის შეურაცხყოფას და თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, მუსტაფა ათა თურქის შეურაცხყოფას სდევნის. მისი დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ტასს ექვსნახევარი წელი ციხე მოელის. ტირმანმა განაცხადა, რომ ეს ბრალდება კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს ევროკავშირს წევრობის კანდიდატის თურქეთის მიერ ევროპული დემოკრატიის ნორმების შესრულების შესახებ.
XS
SM
MD
LG