Accessibility links

ბაქოში ექსცესების გარეშე ჩაიარა ოპოზიციის


ბაქოში ექსცესების გარეშე ჩაიარა ოპოზიციის მრავალათასიანმა დემონსტრაციამ, რომლის მონაწილეებმაც პროტესტი გამოთქვეს კვირის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

ბაქოში ექსცესების გარეშე ჩაიარა ოპოზიციის მრავალათასიანმა დემონსტრაციამ, რომლის მონაწილეებმაც პროტესტი გამოთქვეს კვირის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
3-საათიანი საპროტესტო შეკრების მონაწილეებმა მთელი მთავრობის გადადგომა მოითხოვეს: [ხმა: დემონსტრანტების შეძახილები] "გადადექი! გადადექი!" საპროტესტო აქციის ორგანიზატორი - აზერბაიჯანის წამყვანი ოპოზიციური ალიანსი "აზადლიყი" ირწმუნება, რომ კვირას არჩევნები გაყალბდა. ის მოითხოვს არჩევნების შედეგების გაუქმებას. შაბათისთვის მორიგი დემონსტრაცი დაინიშნა. არჩევნების წინასწარი შედეგებით, მოპოვებული ხმების რაოდენობით ლიდერობს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პარტია.
XS
SM
MD
LG