Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პოლიციის ცნობით, არმიის ფორმაში


ერაყის პოლიციის ცნობით, არმიის ფორმაში შემოსილმა მამაკაცებმა გაიტაცეს ერაყის წამყვანი სუნიტი პოლიტიკოსის ძმა.

ერაყის პოლიციის ცნობით, არმიის ფორმაში შემოსილმა მამაკაცებმა გაიტაცეს ერაყის წამყვანი სუნიტი პოლიტიკოსის ძმა.
ეს პოლიტიკოსია პარლამენტის სპიკერა ჰაჯიმ ჰასანი. ჯერ არ არის ცნობილი, ვის მიერ არის ორგანიზებული ჰასანის ძმის გატაცება. ბაღდადში კი, პოლიციისვე ცნობით, დღეს საღამოს ორი დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა შიიტური მეჩეთის სიახლოვეს, მოკლა, სულ ცოტა, 6 ადამიანი, დაჭრილია 30-ზე მეტი. დღესვე, თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილმა აფეთქებამ, სულ ცოტა, 5 პოლიციელი მოკლა ქალაქ ბაქუბაში. ამავე ქალაქში მიწისქვეშა ნაღმის აფეთქების შედეგად დაიჭრა 4 ქართველი სამხედრო მოსამსახურე. საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ცნობას, მათი ვინაობის შესახებ: ესენი არიან მიხეილ ჭკუასელი, გიორგი ჭარბაძე, დანიელ ბენდელიანი (ისინი მსუბუქად დაიჭრნენ) და ნოდარ გოჩაძე, რომელსაც სამხედრო ჰოსპოტალში მკურნალობენ. საფრთხე არ ემუქრება არც მის სიცოცხლეს.
XS
SM
MD
LG