Accessibility links

logo-print

არის თუ არა კორუფცია საჯარო სამსახურის ვაკანსიების დაკომპლექტებისას


ამ რამდენიმე თვის წინ საჯარო სამსახურებში გამოცხადებული ვაკანსიების გამო საკმაოდ დიდი რიგები იდგა როგორც შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან,

ასევე საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიას პავილიონში. ამ რიგებში მდგარი ათასობით უმუშევარი მოქალაქე იმედოვნებდა, რომ კონკურსის წესით სასურველ თანამდებობაზე დანიშვნას ყოველგვარი პროტექციისა და კორუფციის გარეშე მიაღწევდა. მე შევეცადე გამერკვია, რამდენად გამართლდა მათი ეს იმედები და მოხერხდა თუ არა კონკურსით კორუფციის დამარცხება.

ყველას კარგად მოეხსენება, რომ ვარდების რევოლუციამდელ საქართველოში სახელმწიფო სტრუქტურებში ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშვნა კორუფციის საგანს წარმოადგენდა. იმდენად მცირე იყო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ჯამაგირიც, რომ მოქალაქეს საჯარო სამსახურში დასაქმების სურვილი მხოლოდ კორუფციით გამდიდრებისთვის თუ გაუჩნდებოდა. ბოლო 2 წლის მანძილზე კი სახელმწიფო დაწესებულების მოსამსახურეთა ხელფასები 10-ჯერ და, ზოგიერთ შემთხვევაში, 20-ჯერაც კი გაიზარდა, რამაც საჯარო სამსახურში დასაქმების სურვილი გაუჩინა უამრავ პროფესიონალსა და არაკორუმპირებულ მოქალაქეს. აი, რას ამბობდნენ ისინი თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის წინ. ჯერ ნანას, შემდეგ კი გიორგის მოვუსმინოთ.

[ნანას ხმა] ”ვსწავლობ უნივერსიტეტში. ჯერ ვსწავლობ, დიპლომი არ ამიღია, მაგრამ ოჯახური მდგომარეობა მაქვს ისეთი, რომ უნდა ვიმუშაო, სხვა გზა არ არის. ვფიქრობ, რომ სწავლასაც შევუთავსებ.”

[გიორგის ხმა] ”მე ვთვლი, რომ პერსპექტიული სამსახურია და საჯარო სამსახურში მუშაობა, ალბათ, პრესტიჟულია, იმიტომ რომ ხალხს გარკვეულ მომსახურებას უწევ და ეხმარები რაღაცაში. გარდა ამისა, ხელფასები საკმაოდ მაღალია.” (სტილი დაცულია)

ამ მოქალაქეების გარდა, კონკურსის წესით სასურველი თანამდებობის მოპოვების იმედი ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის” იურისტს გიგა გიორგაძეს. მან წარმატებით გაიარა შრომის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ გამოცხადებული ვაკანსიების 4 საფეხურიანი ტესტირების 3 საფეხური: ტესტირება ქართული ენაში, უცხო ენასა და უნარ-ჩევვებში. მეოთხე ეტაპს კი საატესტაციო კომისიასთან გასაუბრება წარმოადგენდა.

[გიგა გიორგაძის ხმა] ”აი, ეს სამი ეტაპი გავიარე წარმატებით...”

მე შევეცადე იმის გარკვევას, ეს ნათესაური კავშირი მართლაც არსებობდა თუ არა, მაგრამ ვერ მოვახერხე, რადგან ლადო ჭიპაშვილი დაკავებული აღმოჩნდა, ხოლო ვახტანგ მეგრელიშვილი ტელეფონს არ პასუხობდა.

არსებობს თუ არა ეს ნათესაური კავშირი იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარე ელზა გულიაშვილსა და სამინისტროს ხელმძღვანელობას შორის და ესაა თუ არა მისი თანამდებობაზე დანიშვნის მიზეზი, ცალკე საუბრის თემაა. ამჯერად კი თქვენს ყურადღებას იმ მექანიზმზე შევაჩერებ, რომელმაც გიგა გიორგაძეს იმედები გაუცრუა.

[გიგა გიორგაძის ხმა] ”ერთადერთი კრიტერიუმი არის ის...

სხვაგვარად ფიქრობს საატესტაციო კომისიის წევრი, გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში.

[ლაშა ტუღუშის ხმა]

ლაშა ტუღუშის თქმით, კომისიის მაღალი მოთხოვნების წყალობით და კორუფციული გარიგებებისთვის გაწეული წინააღმდეგობის გამო, ბევრი საპასუხისმგებლო თანამდებობა კვლავ ვაკანტური რჩება და კონკურსის გზით გამარჯვების მსურველებს კვლავ ეძლევათ კიდევ ერთი შანსი.
XS
SM
MD
LG