Accessibility links

logo-print

იორდანიის ხელისუფლებამ რამდენიმე ადამიანი დააპატიმრა


იორდანიის ხელისუფლებამ რამდენიმე ადამიანი დააპატიმრა წუხელ მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით.

იორდანიის ხელისუფლებამ რამდენიმე ადამიანი დააპატიმრა წუხელ მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით.
აფეთქებებს 56 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 90-მდე დაიჭრა. აფეთქებები თითქმის ერთდროულად მოხდა სამ ფეშენებელურ სასტუმროში, რომლებშიც ბევრი უცხოელი არის ხოლმე. დაღუპულთა უმრავლესობა იორდანელები არიან. ბევრი მათგანი ქორწილზე იმყოფებოდა. აშრაფ ხალედი სასტუმრო "რადიოსონში" იხდიდა ქორწილს: "მრავალი ადამიანია დაჭრილი. ზოგი ჩემი ოჯახის წევრია, ზოგი - ჩემი მეუღლის. დავკარგე მამა, სიმამარი და რამდენიმე მეგობარი. ჩემს მეგობარს დედ-მამა დაეღუპა. საშინელებაა, რაც აქ მოხდა." დღეს დილას "ალ ყაიდის" ერაყის დაჯგუფებამ გუშინ მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე.

XS
SM
MD
LG