Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულმა შტატებმა ჩრდილო კორეას მოუწოდა


შეერთებულმა შტატებმა ჩრდილო კორეას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ბირთვულ სფეროში გამოკვლევები.

შეერთებულმა შტატებმა ჩრდილო კორეას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ბირთვულ სფეროში გამოკვლევები.
ამის შესახებ პეკინში მიმდინარე მრავალმხრივ შეხვედრაზე განაცხადა ამერიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა ქრისტოფერ ჰილმა. მან იმედგაცრუება გამოხატა მოლაპარაკებების პროცესში არსებული სირთულეების გამო მას მერე, რაც 19 სექტემბერს კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ პირობა დადო, რომ უარს იტყვის ბირთვულ პროგრამაზე. მოლაპარაკებებში მონაწილეობენ კორეის ორი სახელმწიფო, შეერთებული შტატები, ჩინეთი, რუსეთი და იაპონია.

XS
SM
MD
LG