Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიონში ახალგაზრდობა კომენდანტის საათის მიუხედავად


ლიონში ახალგაზრდობა კომენდანტის საათის მიუხედავად გარეთ გავიდა და პოლიციას ქვები დაუშინა.

ლიონში ახალგაზრდობა კომენდანტის საათის მიუხედავად გარეთ გავიდა და პოლიციას ქვები დაუშინა.
ფრანს-პრესის სააგენტო იტყობინება, რომ პოლიციამ ახალგაზრდების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ერთი ადამიანი დააპატიმრეს. პარალელურად, პარიზის ქუჩებში ათასობით პოლიციელი მორიგეობს, რათა შესრულდეს ხალხმრავალი შეკრებების აკრძალვა, და მღელვარება საფრანგეთის დედაქალაქს არ მოედოს.
ხალხმრავალი შეკრებების აკრძალვა მას შემდეგ შემოიღეს, რაც ძალადობა 16 ღამის განმავლობაში, გადაბმულად გაგრძელდა. იმიგრანტი მშობლების შვილები პროტესტს გამოთქვამენ უმუშევრობის და რასიზმის წინააღმდეგ.
პარასკევს ღამით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 500ზე მეტ მანქანას წაუკიდეს ცეცხლი. საფრენგეთის სამხრეთში ერთ-ერთ მეჩეთს ორი ცეცხლის ბომბი ესროლეს. არეულობამ მოიცვა ქალაქები სტრასბურგი, მარსელი და ლილი.
XS
SM
MD
LG