Accessibility links

logo-print

ირანის ატომური ენერგეტიკის პროგრამის ხელმძღვანელმა


ირანის ატომური ენერგეტიკის პროგრამის ხელმძღვანელმა, ღოლამრეზა აღაზადემ, უარყო წინადადება,

ირანის ატომური ენერგეტიკის პროგრამის ხელმძღვანელმა, ღოლამრეზა აღაზადემ, უარყო წინადადება,
ურანის გამდიდრების სამუშაოები ქვეყნის გარეთ აწარმოოს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან, იგორ ივანოვთან შეხვედრის შემდეგ, აღაზადემ განაცხადა, რომ ირანის ბირთვული საწვავი ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა აწარმოონ. უკანასკნელ ხანს გავრცელებული ცნობების თანახმად, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ ირანის ატომური პროგრამის ირგვლივ არსებული უთანხმოების გადაჭრის ახალი მცდელობა განახორციელეს. მათ ირანს სამოქალაქო მიზნებისთვის ატომური პროგრამის განხორციელების გაგრძელება შესთავაზეს - იმ პირობით, რომ ურანის გამდიდრების პროცესს ირანი რუსეთში გადაიტანდა. აღაზადემ განაცხადა, რომ ირანი თანახმაა სხვა ქვეყნებს ურანის გამდიდრების პროცესში მონაწილეობის საშუალება მისცეს – ოღონდ ეს პროცესი ირანის შიგნით უნდა განხორციელდეს.
XS
SM
MD
LG