Accessibility links

logo-print

ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში უშედეგოდ დასრულდა


ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში უშედეგოდ დასრულდა შეერთებული შტატების მიერ ჩატარებული ფორუმი,

ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში უშედეგოდ დასრულდა შეერთებული შტატების მიერ ჩატარებული ფორუმი,
რომელიც არაბულ სამყაროში დემოკრატიის განვითარებას ეხებოდა. გაზეთ "ნიუ იორკ ტაიმსის" ინფორმაციით, არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბაჰრეინი დემოკრატიის მხარდასაჭერი საბოლოო შეთანხმების მიუღწევლად დატოვეს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი, იმედოვნებდა, რომ ფორუმის მონაწილეები არაბულ ქვეყნებში დემოკრატიული პროგრამებისა და ეკონომიკური დახმარებისთვის 150 მილიონი დოლარის გაღებაზე შეთანხმდებოდნენ. გაზეთის ცნობით, ეგვიპტემ მოითხოვა, რომ ამ დაფინანსების მოპოვება მხოლოდ "ლეგალურად რეგისტრირებულ" ორგანიზაციებს შეძლებოდათ. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო, ეგვიპტემ წინადადება უარყო.
გაზეთი აგრეთვე იუწყება, რომ არაბული ქვეყნის ზოგიერთმა წარმომადგენელმა შეშფოთება იმის გამო გამოთქვა, რომ შეერთებული შტატებიდან მიღებულმა დაფინანსებამ საქართველოსა და უკრაინაში ამბოხებას შეუწყო ხელი.
ცოტა ხნით ადრე, რაისმა ფორუმზე განაცხადა, რომ არაბული დემოკრატია მხოლოდ კანონის უზენაესობის, თავისუფალი მედიის, და სამხედრო სტრუქტურებზე სამოქალაქო კონტროლის დაწესების პირობებში განვითარდება.
XS
SM
MD
LG