Accessibility links

დღეს ბაქოში ოპოზიციამ დემონსტრაცია გამართა


დღეს ბაქოში ოპოზიციამ დემონსტრაცია გამართა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიმართ პროტესტის ნიშნად.

დღეს ბაქოში ოპოზიციამ დემონსტრაცია გამართა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიმართ პროტესტის ნიშნად.
დემონსტრაციის მონაწილეები მოითხოვდნენ მთავრობის გადაყენებას. ოპოზიციური პარტია "აზადლიყის" ლიდერმა ალი ქერიმლიმ განაცხადა, რომ ოპოზიცია ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს. აზერბაიჯანის ოპოზიცია, რომელმაც ოთხშაბათს მშვიდობიანი დემონსტრაცია გამართა ბაქოში, აცხადებს, რომ 6 ნოემბრის არჩევნები გაყალბებულ იქნა და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. კენჭისყრის პროცესი საერთაშორისო ორგანიზაციებმაც გააკრიტიკეს. ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში მმართველმა პარტიამ, "იენი აზერბაიჯანმა" გაიმარჯვა და 125-ადგილიან პარლამენტში მანდატების დაახლოებით ნახევარი მოიპოვა.
XS
SM
MD
LG