Accessibility links

logo-print

საფრანგეთში ვითარება კვლავაც დაძაბულია. უკვე


საფრანგეთში ვითარება კვლავაც დაძაბულია. უკვე მე-17 დღეა გრძელდება საპროტესტო გამოსვლები და არეულობა.

საფრანგეთში ვითარება კვლავაც დაძაბულია. უკვე მე-17 დღეა გრძელდება საპროტესტო გამოსვლები და არეულობა.
შაბათს საღამოს არეულობა დაიწყო ლიონის ცენტრში. ქალაქში კომენდანტის საათი შემოიღეს. უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები შემოიღეს პარიზში. მხოლოდ ერთი ღამის განმავლობაში დაწვეს 400-მდე ავტომანქანა. დაპატიმრებულია 160 ადამიანი. შინაგან საქმეთა მინსიტრმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ იმიგრანტებს, რომელთაც არეულობებში მონაწილეობაში შეამჩნევენ, შესაძლოა ქვეყანა დაატოვებინონ. "თუკი საფრანგეთში ცხოვრების უფლება გსურთ, კანონს უნდა დაემორჩილოთ. თხუთმეტი დღეა ძალადობას აქვს ადგილი. სისხლის სამართლის კოდექსით ნებადართულია ქვეყნიდან გაძევება. მე შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ და მივმართავ ამ კანონს," თქვა სარკოზიმ. დემონსტრანტების უმრავლესობა დაბალშემოსავლიანთა, იმიგრანტებით დასახლებული რეგიონებიდანაა.
ევროპის კავშირმა საფრანგეთს 50 მილიონი ევრო შესთავაზა სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად. როგორც ევროკომისიის თავმჯდომარემ, ჟოზე მანუელ ბაროზუმ განაცხადა კვირას, მან შესაბამისი წერილი გაუგზავნა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ დომინიკ დე ვილპენს.
XS
SM
MD
LG