Accessibility links

logo-print

იორდანიაში დააკავეს სამი ტერორისტის თანამზრახველი


იორდანიაში დააკავეს სამი ტერორისტის თანამზრახველი, რომელთაც ოთხშაბათს აფეთქებები მოაწყვეს ამანში.

იორდანიაში დააკავეს სამი ტერორისტის თანამზრახველი, რომელთაც ოთხშაბათს აფეთქებები მოაწყვეს ამანში.
ამის შესახებ დღეს განაცხადა იორდანიის ვიცე-პრემიერმა მარვან მუაშერმა. მისი სიტყვებით, დაკავებული არის ერთ-ერთი ტერორისტის მეუღლე და ერაყში "ალ-ყაიდის" ხელმძღვანელის, აბუ მუსაბ ზარყავის ახლახან მოკლული თანამებრძოლის და. სამი თვითმკვლელი ტერორისტი ამ ორგანიზაციის ერაყელი წევრი იყო. დაკავებულ ქალსაც უნდა აეფეთქებინა ბომბი, მაგრამ ვერ აამოქმედა იგი და გაქცევისას იქნა დაკავებული. იორდანიის დედაქალაქში სასტუმროებში განხორციელებული აფეთქებების შედეგად 57 ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG