Accessibility links

logo-print

უზბეკეთის უზენაესმა სასამართლომ ხანგრძლივი ვადებით


უზბეკეთის უზენაესმა სასამართლომ ხანგრძლივი ვადებით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 15 პირს,

უზბეკეთის უზენაესმა სასამართლომ ხანგრძლივი ვადებით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 15 პირს,
რომლებიც დამნაშავედ სცნო ქალაქ ანდიჟანში, მიმდინარე წლის მაისში, არეულობათა მოწყობაში. განსასჯელები დამნაშავედ სცნეს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლში, კერძოდ, ტერორიზმში, საკონსტიტუციო წყობის დამხობის მცდელობაში და მკვლელობაში. თავისუფლების აღკვეთის ვადები 14-დან 20 წლამდე მერყეობს. ადამიანის უფლებათა დამცველებმა მძაფრად გააკრიტიკეს სასამართლო პროცესი და მას "სპექტაკლი" უწოდეს. მაისში მომხდარ შეტაკებებში ანდიჟანში, ოფიციალური მონაცემებით, 187 ადამიანი დაიღუპა. უფლებადამცავთა მტკიცებით, დემონსტრანტებს ცეცხლი ჯარისკაცებმა გაუხსნეს და მსხვერპლი გაცილებით მეტი იყო.
XS
SM
MD
LG