Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი საქმიანი წრეების წარმომადგენლებს


მიხეილ სააკაშვილი საქმიანი წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი საქმიანი წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტი
ბიზნესმენებს ესაუბრა ხელისუფლების პრიორიტეტებსა და ბიზნესისა, ეკონომიკისა და სხვა სფეროებში დაგეგმილ რეფორმებზე. პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ენერგეტიკის, გზების მშენებლობისა და განათლების სფეროებს. "ჩვენი გრძელვადიანი ინტერესია, შევქმნათ პირობები თქვენი ბიზნესის განვითარებისათვისო", უთხრა სააკაშვილმა ბიზნესმენებს. მან ისაუბრა რეფორმების იმ ექვს ახალ მიმართულებაზე, რომელსაც ახალი საკანონმდებლო ინიციატივების სახით მთავრობა ერთ თვეში წარუდგენს პარლამენტს. ეს მიმართულებებია: საგადასახადო კოდექსის შემდგომი გამარტივება, ექსპორტ–იმპორტის პროცედურების გამარტივება, შრომის კოდექსის ლიბერალიზაცია და მაქსიმალური გამარტივება, სასამართლო რეფორმა, საბანკო სისტემის გამარტივება და ლიცენზიების შემდგომი შემცირება.
XS
SM
MD
LG