Accessibility links

logo-print

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი


კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი
გიორგი ხაინდრავა გაემგზავრა სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში, სადაც 15-16 ნოემბერს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა გაიმართება. სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ქართული მხარე შეხვედრაზე წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის თაოსნობით შემუშავებული სამოქმედო გეგმის ძირითად პრინციპებსა და მისი განვითარების მიმართულებებს. გიორგი ხაინდრავა შეხვედრაზე წამოჭრის შსკ-ის არსებული ფორმატის დახვეწისა და სამშვიდობო ოპერაციების ეფექტიანობის გაზრდის საკითხებს.
XS
SM
MD
LG