Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში მეთვრამეტე დღეა, გრძელდება მღელვარება.


საფრანგეთში მეთვრამეტე დღეა, გრძელდება მღელვარება. ღამის განმავლობაში აქციების მონაწილეებმა

საფრანგეთში მეთვრამეტე დღეა, გრძელდება მღელვარება. ღამის განმავლობაში აქციების მონაწილეებმა
300-მდე ავტომანქანა დაწვეს. წუხელვე პოლიციამ 112 ახალგაზრდა და მოზარდი დააკავა. თუმცა, ხელისუფლების ვარაუდით, მღელვარების ტალღამ, რომელიც 27 ოქტომბერს პარიზის შემოგარენში აგორდა და შემდეგ არაერთ მსხვილ ქალაქს მოედო, როგორც ჩანს, კლება იწყო. დღეს საფრანგეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კიდევ სამი თვით გაუგრძელოს საგანგებო ვითარების გამოცხადების უფლება.
ადამიანის უფლებათა დამცველები ასეთი მკაცრი ზომების წინააღმდეგი არიან. საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მკაცრად დასჯის არეულობათა მომწყობთ. ევროპის კავშირმა დღეს გადაწყვიტა, საფრანგეთს 50 მილიონი ევრო გამოუყოს ღარიბ გარეუბნებში არსებული სოციალური პრობემების მოსაგვარებლად.
XS
SM
MD
LG