Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელსა და პალესტინელთა თვითმმართველობას შორის


ისრაელსა და პალესტინელთა თვითმმართველობას შორის მოლაპარაკების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა

ისრაელსა და პალესტინელთა თვითმმართველობას შორის მოლაპარაკების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა
კონდოლიზა რაისმა გამოაცხადა, რომ მიღწეულია მხარეებს შორის შეთანხმება ღაზის სექტორისა და ეგვიპტის შემაკავშირებელი საზღვრის გასხნის შესახებ. რაისმა იერუსალიმში პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რაფაჰის გამშვები პუნქტი 25 ნოემბერს კვლავ გაიხსნება:
(რაისის ხმა) “პირველად 1967 წლის შედეგ, პალესტინელებს საშუალება ეძლევათ გააკონტროლონ მათ ტერიტორიაზე შესვლა და გასვლა. ისინი გააკონტროლებენ ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს შორის რაფაჰის გამშვებ პუნქტს, რომლის გახსნა 25 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი”.
დღესვე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ისრპაელსა და პალესტინელებს შორის უშიშროების სფეროს ახალი კოორდინატორი დაასახელა, ეს არის გენერალ მაიორი კეიტ დეიტონი.
რაისმა თქვა აგრეთვე, რომ პალესტინელებს შეეძლებათ მიმოსვლა ღაზასა და დასავლეთ ნაპირს შორის კოლონებად. მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმბეას საზღვრის გადაკვეთაზე სექტორიდან ისრაელის არმიის გასვლის შემდეგ, სექტემბრიდან მოყოლებული.
გარიგებას მიესალმა გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი.
XS
SM
MD
LG