Accessibility links

logo-print

გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის უზენაესმა


გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის უზენაესმა კომისარმა ლუიზ არბურმა განაცხადა, რომ განაჩენი, რომელიც მაისში,

გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის უზენაესმა კომისარმა ლუიზ არბურმა განაცხადა, რომ განაჩენი, რომელიც მაისში,
უზბეკეთის ქალაქ ანდიჟანში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის მოწყობაში მონაწილეობის გამო გამოუტანეს 15 პირს, უნდა გასაჩივრდეს. სასამართლომ ტაშკენტში ბრალდებულებს 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ისინი დამნაშავედ სცნეს უზბეკეთის კონსტიტუციური სისტემის დამხობისა და ისლამური ხალიფატის შექმნის მცდელობის მუხლით. არბურმა თქვა, რომ სასამართლოს სამართლიანობის გამო სერიოზული შეკითხვები გაჩნდა. ადრე, ევროპის კავშირმა დაადგინა, რომ აიკრძალოს უზბეკეთისთვის იარაღის მიყიდვა და ერთი წლით ევროკავშირის ქვეყნებში უზბეკეთის 12 უმაღლესი ოფიციალური პირის მოგზაურობა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ პროცესი არ იყო სამართლიანი.
XS
SM
MD
LG