Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო დღეებში რუსი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში კვლავ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო დღეებში რუსი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში კვლავ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მომავალი მოექცა. ამჯერად ერთ პუბლიკაციას გაგაცნობთ.

„სერგეი ლავროვი აფრთხილებს“ - ასეთი სათაურით აქვეყნებს 10 ნოემბრის გაზეთი „როსიისკიე ვესტი“ სტატიას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთი განცხადების შესახებ, რომელიც რუს ჟურნალისტებს დამაინტრიგებლად მოეჩვენათ. - საუბარია სერგეი ლავროვის იმ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ამიერიდან სწორედ ეკონომიკა მიიჩნევა ხანგძლივვადიანი პოლიტიკური ინტეგრაციის საფუძვლად. გაზეთი წერს:


ის, რომ ასეთ განცხადებას აკეთებს საგარეო საქმეთა მინისტრი და არა ეკონომიკის ან ფინანსთა მინისტრი, სიმპტომატურია. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეკონომიკური ურთიერთობების პრობლემებს არ წყვეტს, ის პასუხს ქვეყნის პოლიტიკური ხაზის გატარებაზე აგებს. და რახან სერგეი ლავროვი ეკონომიკაზე ალაპარაკდა, როგორც ჩანს, მან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის იმ წევრების გაფრთხილება გადაწყვიტა, რომლებიც ბოლო წლებში რეგიონში რუსეთის ინტერესებს ეჯახებიან - პირველ რიგში, ასეთთა შორის უკრაინა და საქართველო იგულისხმება. დღეს ჩვენ ამ სახელმწიფოების ამპარტავნული მოქმედებების მომსწრენი ვართ. უკრაინას მეტ-ნაკლებად აჩერებს კიევის სერიოზული დამოკიდებულება მოსკოვზე და ის, რომ უკრაინაში ოპოზიცია ძალას იკრებს. ეს კი აუცილებლად აისახება მარტისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე. ასე რომ, ამ დრომდე უკრაინა თავს შეიკავებს ანტირუსული რიტორიკისგან. საქართველოში კი ასეთი შემაკავებელი ფაქტორები ჯერ არ არსებობს.


“როსიისკიე ვესტის” აზრით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა - სამი სახელმწიფო, რომელთა პოლიტიკა სულ უფრო შორდება რუსეთის საგარეო პოლიტიკურ კურსს, გაფრთხილებულნი არიან, რომ ამიერიდან მათ მიმართ რუსეთის დამოკიდებულება შეიცვლება. ეს, პირველ რიგში, რუსულ ენერგომატარებლებზე ფასის ზრდაში გამოიხატება. როგორც გაზეთი შენიშნავს, თუ აქამდე იგივე უკრაინა რუსულ გაზს შეღავათიან ფასში იღებდა და ეს რუსეთისადმი მისი ლოიალობის საფასური იყო, დღეს გაზის ყიდვა კიევს მსოფლიო ფასებში მოუწევს. „ სხვა საკითხია, რატომ არ აამუშავა კრემლმა ეს მექანიზმი წლების წინ,“ - შენიშნავს გაზეთი და განაგრძობს:



როგორც ჩანს, მოსკოვი სასურველ მომენტს ელოდა: დღეს, როცა ფასი ენერგომატარებლებზე სტაბილურად მაღალია, იმავე გაზის საფასურის გაზრდა დსთ-ს სახელმწიფოების ეკონომიკას საბოლოოდ დაანგრევს. შესაბამისად, დღეს რუსეთი, რომელიც უფრო შიდა პრობლემების მოგვარებითაა დაკავებული, გარეშე გამღიზიანებლებზე არ რეაგირებს - დაე, მეზობლებმა ენერგომატარებლებზე მსოფლიო ფასების პირობებში ისე იცხოვრონ, როგორც სურთ.
XS
SM
MD
LG