Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, გოგა ხაინდრავამ, კიდევ ერთხელ გააკეთა მოწოდება იმის თაობაზე, რომ შერეული საკონტროლო კომისია სტრუქტურულ ცვლილებებს საჭიროებს.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, გოგა ხაინდრავამ, კიდევ ერთხელ გააკეთა მოწოდება იმის თაობაზე, რომ შერეული საკონტროლო კომისია სტრუქტურულ ცვლილებებს საჭიროებს.
შერეული საკონტროლო კომისია ეუთოს ეგიდით სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში შეიკრიბა. ჩვენ სახელმწიფო მინისტრს ლიუბლიანაში ტელეფონით დავუკავშირდით:
[ხაინდრავას ხმა]: ჩვენთვის დიდი ხანია ნათელი იყო, რომ პრაქტიკულად, ქართული მხარის პოზიციების და წინადადებების ბლოკირება ხდება შერეულ საკონტროლო კომისიის სხდომაზე. ზუსტად ეს იყო იმის მიზეზი, რომ ჩვენ დავაყენეთ ფორმატის შეცვლის საკითხი. და დღევანდელმა დღემ ლიუბლიანაში კიდევ ერთხელ გამოჩინა აბსოლუტური უსუსურობა შერეული საკონტროლო კომისიის – სადაც სამი მხარე, პრაქტიკულად, ერთ მხარეს წარმოადგენს, და სამი ხმის უფლება აქვს". ცოტა ხნით ადრე გოგა ხაინდრავამ შერეული საკინტროლო კომისიის სხდომა იმიტომ დატოვა, რომ სამხრეთი ოსეთის მხარემ მას სამშვიდობო გეგმის წარდგენის საშუალება არ მისცა. ხაინდრავა მოლაპარაკების მაგიდას მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც პირობა მისცეს, რომ გეგმის წარდგენის საშუალება მიეცემოდა.
XS
SM
MD
LG