Accessibility links

logo-print

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლი


ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლი ჟაოსინმა, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის შენიშვნას – რომ პეკინმა ჩინეთის მოქალაქეებს მეტი თავისუფლებები უნდა მისცეს – იგნორირება გაუკეთა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლი ჟაოსინმა, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის შენიშვნას – რომ პეკინმა ჩინეთის მოქალაქეებს მეტი თავისუფლებები უნდა მისცეს – იგნორირება გაუკეთა.
ბუშმა ეს განცხადება იაპონიაში ყოფნისას გააკეთა. მან ტაივანი შეაქო, და დაახასიათა, როგორც "თავისუფალი. დემოკრატიული და მდიდარი" – შემდეგ კი პეკინს ამ მაგალითის გათვალისწინებისკენ მოუწოდა.[ბუშის ხმა]: "თანამედროვე ტაივანი თავისუფალი, დამოუკიდებელი და მდიდარია. ყველა სფეროში თავისუფლების მიღწევით, ტაივანმა საკუთარ ხალხს სიმდიდრე მოუტანა და თავისუფალი და დემოკრატიული ჩინური საზოგადოება შექმნა". ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჩინეთი ყურადღებას არ უნდა აქცევდეს "იმ ადამიანებს, რომლებიც ათას რაღაცას ამბობენ და ჩვენი ადათების მოშლას ცდილობენ – განსაკუთრებით, ეს იმ სიყვარულს ეხება, რომელიც ჩვენ სამშობლოს მიმართ გვაქვს".
XS
SM
MD
LG