Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ადამიანის უფლებების აქტივისტებმა მწვავე


რუსეთში ადამიანის უფლებების აქტივისტებმა მწვავე განცხადება გამოსცეს, რომელშიც კრემლი ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულეს და ევროპას მოუწოდეს,

რუსეთში ადამიანის უფლებების აქტივისტებმა მწვავე განცხადება გამოსცეს, რომელშიც კრემლი ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულეს და ევროპას მოუწოდეს,
ებრძოლოს რუსეთის დაბრუნებას "ტოტალიტარულ წარსულში". განცხადება მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. სხვა ასპექტებთან ერთად, განცხადება ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, რიგი მსჯავრდებულები – მაგალითად, ყოფილი ნავთობის მაგნატი, მიხაილ ხოდორკოვსკი – პოლიტიკურ პატიმრად სცნონ. განცხადების ავტორები რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ქვეყანაში საბჭოთა წარსულის მსგავსი "დიქტატორული რეჟიმის" დამყარებაში ადამაშაულებენ. სხვებთან ერთად, განცხადებას ხელს აწერენ ლიბერალი პარლამენტარი ვლადიმერ რუჟკოვი, საბჭოთა პერიოდის დისიდენტი, გლებ აკუნინი, და მოჭადრაკე გარი კასპაროვი. გუშინ პუტინს მსგავსი შინაარსის წერილი სხვადასხვა ქვეყნის ყოფილმა მეთაურმა – მათ შორის, ჩეხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვაცლავ ჰაველმა - გაუგზავნა.
XS
SM
MD
LG