Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პოლიცია იტყობინება, რომ ყანდაარში

ავღანეთის პოლიცია იტყობინება, რომ ყანდაარში თვითმკვლელმა მოიერიშემ ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე ავტომანქანა შეერთებული შტატების და ავღანეთის ძალების ერთობლივ ბადრაგს შეაჯახა, რამაც სამი ავღანელი მოქალაქის სიკვდილი გამოიწვია.

ერთ-ერთმა მოწმემ რადიო თავისუფლებას ინციდენტი ასე აღუწერა: "ბადრაგი ერთი მხრიდან მოდიოდა, მანქანა კი მეორე მხრიდან. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მანქანა მათ გვერდიდან შეეჯახა თუ უკნიდან. ბადრაგში ყველანი უცხოელები იყვნენ". ამ აფეთქებამდე ორი დღით ადრე, ქაბულში, ექსტრემისტებმა ნატოს მშვიდობისდამცველებზე განახორციელეს თავდასხმა. ორმა თვითმკვლელმა მოიერიშემ თავი ერთდროულად აიფეთქა, რამაც ერთი გერმანელი და რვა ავღანელი ჯარისკაცი იმსხვერპლა. ოფიციალურმა სტრუქტურებმა ამ აფეთქებებში ალ-ყაიდა დაადანაშაულეს.
XS
SM
MD
LG