Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და საფრანგეთმა შეშფოთება გამოხატეს


აშშ-მა და საფრანგეთმა შეშფოთება გამოხატეს ირანის განცხადების გამო, რომ მან განაახლა ურანის

აშშ-მა და საფრანგეთმა შეშფოთება გამოხატეს ირანის განცხადების გამო, რომ მან განაახლა ურანის
გადამუშავება და რომ მიიღო ინსტრუქცია, თუ როგორ გაამდიდროს ურანი, რომელიც ბირთვული იარაღისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული. ბირთვული ენერგეტიკის სააგენტომ განაცხადა, რომ ირანმა მას გადასცა დოკუმენტები, დეტალური ინსტრუქციით, რომელიც მოიპოვეს შავ ბაზარზე, რომელსაც განაგებს პაკისტანელი ბირთვული ფიზიკოსი ხანი. ირანმა ასევე განაცხადა, რომ დაიწყო ურანის აირად გადაქცევა, რაც შესაძლებელია ბირთვული იარაღის წარმოებისთვის იქნეს გამოყენებული.
ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თანახმად, ირანი კვალავ არ უშვებს გაეროს ინსპექტორებს თავის მთავარ სამხედრო ობიექტებზე.
დღეს “ნიუ იორკ ტაიმსში” ირანის მთავრობამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელშიც ის იცავს თავის უფლებას განავითაროს ბირთვული ენერგეტიკა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ განაცხადა, რომ უკეთესი იქნებოდა, ირანს ეთანამშრმოლა ევროპის კავშირთან და სააგენტოს ინსპექტორები დაეშვა თავის ობიექტებზე.
XS
SM
MD
LG