Accessibility links

logo-print

მოსკოვში გუშინ საავტომობილო კატასტროფაში მოყვა


მოსკოვში გუშინ საავტომობილო კატასტროფაში მოყვა ჩეჩნეთის პრემიერ-მინისტრი სერგეი აბრამოვი, რომლის

მოსკოვში გუშინ საავტომობილო კატასტროფაში მოყვა ჩეჩნეთის პრემიერ-მინისტრი სერგეი აბრამოვი, რომლის
ავტომანქანას სატვირთო მანქანა შეეტაკა. დაშავდნენ მისი მცველები და მძღოლიც. აბრამოვი საავადმყოფოში მოათავსეს, ახლა მისი მდგომარეობა სერიოზული, მაგრამ სტაბილურია.
აბრამოვის თანაშემწემ განაცხადა, რომ პრემიერი ახალი წლისთვის მწყობრში დაბრუნდება.
ჩეჩნეთის ხელისუფლებამ უარყო ვარაუდი, რომ აბრამოვზე თავდამხმა მოხდა, ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ალხანოვმა გამორიცხა, რომ ავარია მოწყობილი იყო. უშიშროების საბჭოს მდივანმა დუდაევმა განაცხადა, რომ გამოძიების ხელთ არსებული მასალების თანახმად, ეს ავტოსაგზაო შემთხვევა იყო. წინასწარი მონაცემებით, ბრალი სატვირთო მანქანის მძღოლს ედება.
XS
SM
MD
LG