Accessibility links

დონორმა ქვეყნებმა პაკისტანს გასულ თვეში


დონორმა ქვეყნებმა პაკისტანს გასულ თვეში მომხდარი მიწისძვრით მიყენებულ ზარალთან გამკლავებისთვის კიდევ 3

დონორმა ქვეყნებმა პაკისტანს გასულ თვეში მომხდარი მიწისძვრით მიყენებულ ზარალთან გამკლავებისთვის კიდევ 3
მილიარდი დოლარის გამოყოფა აღუთქვეს. ამ ახალი დანაპირების ჩათვლით, პაკისტანი მთლიანობაში 5.8 მილიარდ დოლარს მიიღებს. ქვეყანამ თავდაპირველად დაზიანებული რეგიონების აღსადგენად ამაზე ნაკლები – 5.2 მილიარდი დოლარი ითხოვა. ეს დაპირება ისლამაბადში, 50 დონორი ქვეყნის შეხვედრაზე შედგა. გაეროს გენერალური მდივანი, კოფი ანანი თბილისში ჩასვლამდე ამ შეხვედრას ესწრებოდა. მან დონორებს ხელგაშლილობისკენ მოუწოდა, და აღნიშნა, რომ პაკისტანის აღდგენა კოლექტიურად უნდა მოხდეს: [ანანის ხმა]: "ამას მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოების, და კერძო სექტორის მხარდაჭერა და ძალისხმევა დასჭირდება. დასჭირდება აგრეთვე მთელი ჩვენი ენერგია და შემოქმედებითი უნარი. ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ. იმედი მაქვს, ამ მისიის აღსრულების კვირების, თვეების და წლების განმავლობაში შემიძლია თქვენ დაგეყრდნოთ". მსოფლიო ბანკი, და აზიის განვითარების ბანკი, ერთობლივად 2 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაიღებენ. შეერთებული შტატები და ისლამური განვითარების ბანკი კი ნახევარ-ნახევარ მილიარდ დოლარს. 8 ოქტომბრის მიწისძვრამ პაკისტანში 73 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, და ნახევარი მილიონი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა.
XS
SM
MD
LG