Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრცელებული ცნობებით, ჩეჩნეთში ძალადობას 15


გავრცელებული ცნობებით, ჩეჩნეთში ძალადობას 15 რუსი ჯარისკაცის, და 2 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ცნობებით, ჩეჩნეთში ძალადობას 15 რუსი ჯარისკაცის, და 2 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ჩეჩნეთის პრო-რუსული ადმინისტრაციის წარმომადგენლის ინფორმაციით – მან საკუთარი ვინაობის ანონიმურად დატოვება ისურვა – ჩეჩენი მეამბოხეების მიერ რუსეთის პოზიციებზე უკანასკნელ 48 საათში 32 თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმების დროს 9 ჯარისკაცი მოკლეს და 6 დაჭრეს. დანარჩენი 6 ჯარისკაცი აფეთქებებს ემსხვერპლა. ერთი პოლიციელი გარდაიცვალა და 2 დაიჭრა, როდესაც უცნობმა პირებმა პოლიციის საგუშაგოს გაუხსნეს ცეცხლი. კიდევ ერთი პოლიციელი გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას შეეწირა.
XS
SM
MD
LG