Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ, განაცხადა


უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ, განაცხადა, რომ ნარინჯისფერი რევოლუციის იუბილეს ეროვნულ დასვენების დღედ გამოაცხადებს. ეს განცხადება იუშჩენკომ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ, განაცხადა, რომ ნარინჯისფერი რევოლუციის იუბილეს ეროვნულ დასვენების დღედ გამოაცხადებს. ეს განცხადება იუშჩენკომ
რადიოთი გამოსვლისას გააკეთა.
იუშჩენკოს აზრით, ნარინჯისფერი რევოლუციის იუბილეს "თავისუფლების დღე" უნდა ეწოდოს. მისი თქმით, ამ მოვლენების მონაწილეებს ყოველთვის ეხსომებათ ერთიანობის და სიამაყის მაშინდელი განცდა. რევოლუციის შემდეგ იუშჩენკოს პოპულარობა დაეცა. ცოტა ხნის წინ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევების მიხედვით, რესპონდენტების ნახევარზე მეტი თვლის, რომ იუშჩენკოს ადმინისტრაციამ რევოლუციის დროს დადებული დაპირებები – ცხოვრების დონის გაუმჯობესება, კორუფციის შემცირება, და უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია - ვერ შეასრულა.
XS
SM
MD
LG