Accessibility links

ირანის პარლამენტმა მთავრობას დაავალა აკრძალოს


ირანის პარლამენტმა მთავრობას დაავალა აკრძალოს ირანის ბირთვული ობიექტების ინსპექცია, თუკი თეირანის

ირანის პარლამენტმა მთავრობას დაავალა აკრძალოს ირანის ბირთვული ობიექტების ინსპექცია, თუკი თეირანის
ბირთვული პროგრამის საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს გადაეცემა. ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმსათან დაკავშირებით, რომ ხუთშაბთს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სხდომაზე ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი განიხილება. ირანი უარს ამბობს დაუშვას საერთაშორისო ინსპექტორები ერთ-ერთ სამხედრო ობიექტზე თეირანის მახლობლად. საქმე ეხება კვლევით ცენტრ ლავიზან-შიანს, რომელმაც ადრეც მიიპყრო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ყურადღება. ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ სააგენტომ ჯერ უნდა წარმოადგინოს ამ ობიექტის ინსპექციის აუცილებლობის კონკრეტული დასაბუთება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა მოჰამედ ბარადეიმ აღნიშნა, რომ ირანი კვლავაც არ უშვებს ინსპექციას სამხედრო ობიექტებსა და კვლევით ცენტრებში.
XS
SM
MD
LG