Accessibility links

logo-print

კვირას შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ


კვირას შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ვიზიტად იმყოფებოდა ჩინეთში.

კვირას შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ვიზიტად იმყოფებოდა ჩინეთში.
დღეს მან პეკინში მოლაპარაკებები გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარესთან, ჰუ ძინტაოსთან. სხვა საკითხებთან ერთად დღის წესრიგიში იყო ეკონომიკური ურთიერთობები. კერძოდ, განიხილეს ჩინეთის ბაზრებზე ამერიკის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დაშვების საკითხი. ჩინეთის ლიდერმა პირობა დადო, რომ ზომებს მიიღებს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის სფეროში არსებული დისბალანსის მოგვარებისთვის. "ჩვენ ვაპირებთ, ვაწარმოოთ პოლიტიკა, რომელიც კეთი ნაყოფს გამოიღებს არა მხოლოდ ჩინეთის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომ მყარად გვაქვს გადაწყვეტილი, იუანის გაცვლითი კურსის რეფორმა მოვახდინოთ," განაცხადა ჰუ ძინტაომ. ამავე დროს პეკინში ხელი მოეწერა შეთანხმებას ჩინეთის მიერ კორპორაცია "ბოინგის" 70 სამგზავრო თვითმფრინავის შესყიდვის თაობაზე.
XS
SM
MD
LG