Accessibility links

logo-print

დღეს თბილისში, მთაწმინდის მწერალთა და


დღეს თბილისში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში,

დღეს თბილისში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში,
მიწას მიაბარეს საქართველოს ეროვნულ გმირად შერაცხული ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი. სამების საპატრიარქო ტაძრიდან ჩოლოყაშვილის ნეშტი ჯარისკაცებმა მიასვენეს მამადავითის ეკლესიამდე, სადაც ხანმოკლე პანაშვიდი გაიმართა. დაკრძალვის ცერემონიას ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის მრავალი წარმომადგენელი დაესწრო. წითელი არმიის წინააღმდეგ 1924 წლის აჯანყების მეთაურმა საქართველო იმავე წელს დატოვა და საფრანგეთში გაემგზავრა. 1930 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილი პარიზში გარდაიცვალა. მისი ნეშტი გუშინ საფრანგეთიდან თბილისში გადაასვენეს.
XS
SM
MD
LG