Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმერ არუთინიანის სასამართლო 2 დეკემბრისთვის


ვლადიმერ არუთინიანის სასამართლო 2 დეკემბრისთვის გადაიდო.

ვლადიმერ არუთინიანის სასამართლო 2 დეკემბრისთვის გადაიდო.
აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობის მცდელობასა და პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს უნდა დაეწყო. სასამართლო პროცესის გადადების მიზეზად ის იქცა, რომ არუთინიანმა კვლავ უარი განაცხადა ვექილის სამსახურზე. სასამართლოში არუთინიანის ინტერესები სახაზინო ადვოკატ ზაზა შანავას უნდა დაეცვა. კანონის მიხედვით, თუკი პირს სასჯელის უმაღლესი ზომა, უვადო პატიმრობა ემუქრება, სასამართლო განსასჯელს იძულებით უნიშნავს ვექილს. დღევანდელ სასამართლო სხდომას, საკუთარი სურვილით, თავად არუთინიანიც ესწრებოდა. გამომძიებლებმა ახლახან განაცხადეს, რომ არუთუნიანი მარტო, თანამზრახველთა გარეშე მოქმედებდა.
XS
SM
MD
LG