Accessibility links

logo-print

ევროპის კავშირი შეშფოთებულია ირანის ბირთვული


ევროპის კავშირი შეშფოთებულია ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო შექმნილი ვითარების გამო.

ევროპის კავშირი შეშფოთებულია ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო შექმნილი ვითარების გამო.
ეს საკითხი დღეს ბრიუსელში განიხილეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა. აი, რა განაცხადა სხდომის შემდეგ დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჯეკ სტრომ: [ჯეკ სტროს ხმა] "ყველანი მეტად შეშფოთებული ვართ ირანის ხელისუფლების ბოლო ქმედებებით, რომლებსაც ირანი თვითიზოლაციისკენ მიჰყავს. "ევროპული სამეულის" (ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის) მიზანია, გააძლიეროს საერთაშორისო ზეწოლა ირანზე და მას ნაკისრი ვალდებულებების შესრულება აიძულოს." რამდენიმე დღის წინ ირანის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მთავრობას უფლებას ანიჭებს, ირანის ბირთვულ ობიექტებზე შესვლა აუკრძალოს უცხოელ ინსპექტორებს - იმ შემთხვევაში, თუ "ირანის დოსიე" გაეროს უშიშროების საბჭოს გადაეცემა. დღეს საღამოს გავრცელებული ცნობების თანახმად, აშშ-მა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, ჯერჯერობით თავი შეიკავონ გაეროსთვის "ირანის დოსიეს" გადაცემისგან.
XS
SM
MD
LG