Accessibility links

logo-print

სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მესვეურები


სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მესვეურები უარყოფენ ქართულის მხარის მტკიცებას,

სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მესვეურები უარყოფენ ქართულის მხარის მტკიცებას,
რომ ცხინვალის ციხიდან 19 ნოემბერს ძმები ჯემალ და იან ქარქუსოვების გაქცევა ქართული სპეცრაზმის მიერ იყო ორგანიზებული. აი, რა თქვა რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში დე ფაქტო რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა გაგლოევამ:[ირინა გაგლოევას ხმა] "თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, როგორი ვერსიის გავრცელებას ცდილობენ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები, შეიძლება დავასკვნათ, რომ მათ სურთ, მთელს მსოფლიოს აჩვენონ, იმდენად სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას, რომ ადამიანების გათავისუფლებაც კი შეგვიძლიაო. ეს შეუძლებელია! ამ გაქცევაში ქართული სპეცსამსახურების მონაწილეობა, უბრალოდ, წარმოუდგენელია." ქარქუსოვებს ოსი სამართალდამცველები ქართული მხარისადმი კეთილგანწყობაში ადანაშაულებდნენ.
XS
SM
MD
LG