Accessibility links

logo-print

გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ -


გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ - ბუნდესტაგმა -კენჭი უყარა ანგელა მერკელის კანდიდატურას კანცლერის პოსტზე.

გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ - ბუნდესტაგმა -კენჭი უყარა ანგელა მერკელის კანდიდატურას კანცლერის პოსტზე.
პარლამენტის წევრთა ორი მესამედი მიემხრო ქრისტიან- დემოკრატიული პარტიის ლიდერის კანდიდატურას. მერკელის წინააღმდეგ ხმა 202-მა დეპუტატმა მისცა.
ანგელა მერკელმა დღესვე საზეიმო ფიცი სასდო.
(მერკელის ხმა) “ვფიცავ, მთელი ჩემი ძალა მოვახმარო გერმანელი ხალხის კეთილდღეობას, მოვუტანო მას მეტი სარგებლობა, ავარიდო ზიანი, დავიცვა ქვეყნის კონსტიტუცია და კანონები, შევასრულო ჩემი მოვალეობები სინდისიერად, ყველას მიმართ ვიყო სამართლიანი, დაე, ღმერთი დამეხმაროს ამაში”.
გარდა იმისა, რომ ის პირველი ქალი-კანცლერია, მერკელი გერმანიის ყოფილი კომუნისტური ნაწილის პირველი წარმომადგენელია ამ თანამდებობაზე. ანგელა მერკელმა დღეს კაბინეტის პირველი სხდომა გამართა.
XS
SM
MD
LG