Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პარლამენტმა დღეს დაამტკიცა კანონპროექტი


ირანის პარლამენტმა დღეს დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მთავრობას აძლევს უფლებას, შეწყვიტოს თანამშრომლობა გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან.

ირანის პარლამენტმა დღეს დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მთავრობას აძლევს უფლებას, შეწყვიტოს თანამშრომლობა გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან.
მთავრობას, კანონპროექტის თანახმად, ეძლევა ნება შეზღუდოს და არ დაუშვას კიდეც, ირანის ბირთვულ ობიექტებზე სააგენტოს ინსპექტორები, თუკი სააგენტო ირანის საქმეს გაეროს უშიშროების საბჭოს გადასცემს სანქციების დაწესების მიზნით. ახლა კანონპროექტი უნდა დაადასტუროს გუშაგთა საბჭომ - ირანის საკონსტიტუციო საბჭომ.
XS
SM
MD
LG