Accessibility links

logo-print

ისრაელის პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ


ისრაელის პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიაღწიეს საბოლოო შეთანხმებას, რომ 28 მარტს გაიმართება საყოველთაო არჩევნები ამ ქვეყანაში.

ისრაელის პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიაღწიეს საბოლოო შეთანხმებას, რომ 28 მარტს გაიმართება საყოველთაო არჩევნები ამ ქვეყანაში.
ეს შეესაბამება პერმიერ-მინისტრ არიელ შარონის თხოვნას ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თაობაზე. ორშაბათს მან დატოვა პარტია "ლიკუდი" და შექმნა ახალი პარტია, რომელმაც დღეს გაიარა რეგისტრაცია სახელწოდებით "ეროვნული პასუხისმგებლობის პარტია". არიელ შარონი ამ ახალი პარტიის ხელმძღვანელად აპირებს ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობას. დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ ჯენინში 11 პალესტინელი და ისრაელის 3 ჯარისკაცი დაიჭრნენ წუხანდელი და დღევანდელი შეტაკებებისას.
XS
SM
MD
LG