Accessibility links

logo-print

ამერიკელი სამხედროების განცხადებით, ქალაქ რამადის


ამერიკელი სამხედროების განცხადებით, ქალაქ რამადის სამხრეთით ახალი სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს ამერიკელმა და ერაყელმა ჯარისკაცებმა.

ამერიკელი სამხედროების განცხადებით, ქალაქ რამადის სამხრეთით ახალი სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს ამერიკელმა და ერაყელმა ჯარისკაცებმა.
ოპერაცია სახელწოდებით "ასადი", ანუ ლომები, არის 16 ნოემბრის შემდეგ რიგით მესამე ამ ქალაქში, რომელსაც უმეტესწილად სუნიტური მოსახლეობა ჰყავს. ამერიკული სამხედრო წყაროების ცნობით, იერიშების მსვლელობაში 32 მეამბოხე მოკლეს. იუწყებიან ასევე, რომ ბაღდადის გარეუბანში წუხელ შეიარაღებული პირები შეიჭრნენ დაპუტატობის სუნიტი კანდიდატის ძმის სახლში, მოკლეს ის, მისი სამი ვაჟიშვილი და სიძე. მოკლულის ძმისა და ერაყელი ოფიციალური პირის განცხადებით, მოიერიშეები ერაყის არმიის ფორმაში იყვნენ გამოწყობილი.
XS
SM
MD
LG