Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ვარდების რევოლუციის ორი წლისთავს


საქართველო ვარდების რევოლუციის ორი წლისთავს აღნიშნავს - ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ მრავალათასიან დემონსტრაციებს 2003 წლის 23-მ ნოემბერს, გიორგობის დღეს მოჰყვა

საქართველო ვარდების რევოლუციის ორი წლისთავს აღნიშნავს - ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ მრავალათასიან დემონსტრაციებს 2003 წლის 23-მ ნოემბერს, გიორგობის დღეს მოჰყვა
მაშინდელ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა. წლევანდელი ზეიმი გუშინ დაიწყო და დღეს კონცერტებით დასრულდებდა. დღესვე თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და უმაღლესი რანგის უცხოელმა სტუმრებმა, მათ შორის სამი ქვეყნის - უკრაინის, რუმინეთის, ესტონეთის - პრეზიდენტებმა საფუძველი ჩაუყარეს “თავისუფლებისა და გამარჯვების მონუმენტის” მშენებლობას. ლაპარაკია წმინდა გიორგის ქანდაკებაზე, რომლის ავტორია ზურაბ წერეთელი.
XS
SM
MD
LG