Accessibility links

ჩინეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ


ჩინეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ აფეთქებამ ქიმიურ საწარმოში დააბინძურა მდინარე სუნგარი,

ჩინეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ აფეთქებამ ქიმიურ საწარმოში დააბინძურა მდინარე სუნგარი,
რის გამოც სასმელი წყლით მომარაგება შეუწყდა ჩრდილოეთ ჩინეთში მდებარე მრავალმილიონიან ქალაქ ჰარბინს. აფეთქება 10 დღის წინ მოხდა და მომწამვლელმა ნივთიერებებმა გაჟონა სუნგარში, რომელიც ჰარბინშიც მიედინება. პროვინცია ჰეილონგძის გუბერნატორ ძაიან იუის განცხადებით: [იუის ხმა] “მდინარე სუნგარის დაბინძურების გამო რამდენიმემილიონიან ქალაქს წყლის მიწოდება შეუჩერდა. ამ საკითხს სერიოზულად უნდა მივუდგეთ. სხვადასხვა უწყების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ამ საკითხს ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭონ და იზრუნონ იმაზე, რომ შევძლოთ ქალაქის წყლით მომარაგების განახლება”. დღესვე შეშფოთება გამოთქვეს რუსმა ოფიციალურმა პირებს იმის გამო, რომ დაბინძურების საფრთხე ემუქრება მდინარე ამურს, რომელსაც მდინარე სუნგარი უერთდება.
XS
SM
MD
LG