Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო შეშფოთებას გამოთქვამს მომავალ წელს


გაერო შეშფოთებას გამოთქვამს მომავალ წელს ავღანეთში ოპიუმის ნედლეულის წარმოების სავარაუდო

გაერო შეშფოთებას გამოთქვამს მომავალ წელს ავღანეთში ოპიუმის ნედლეულის წარმოების სავარაუდო
მკვეთრი ზრდის გამო. "პირველ რიგში, ჩვენ მოგვეპოვება მონაცემები, რომ ზოგიერთ პროვინციაში იატაკქვეშა საქმოსნები უფასოდ არიგებენ ყაყაჩოს თესლს, რაც აუცილებლად გამოიწვევს 2006 წელს ნათესი ფართობების გაზრდას. მეორე - იმ რეგონებში, სადაც შარშან არ მოჰყავდათ ოპიუმის ყაყაჩო, ბუნებრივია, შესუსტდა კონტროლი, რაც, ჩვენი აზრით, გამოიწვევს ნათესების გაზრდას. ყოველ შემთხვევაში, ამ პროვინციებში," განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა ანტონიო მარია კოსტამ. მისი თქმით, წელს 21 პროცენტით იკლო ყაყაჩოს მოყვანამ 2004 წელთან შედარებით. ეს ნაწილობრივ იმით არის გამოწვეული, რომ ფერმერები უფრთხიან სამთავრობო ინიციატივას, რომელიც ოპიუმის ყაყაჩოს ამოძირკვისკენ არის მიმართული.
XS
SM
MD
LG