Accessibility links

logo-print

ხაბაროვსკის მხარეში პარასკევს საგანგებო მდგომარეობა


ხაბაროვსკის მხარეში პარასკევს საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს ქიმიური კონცენტრატებით მდინარე ამურის

ხაბაროვსკის მხარეში პარასკევს საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს ქიმიური კონცენტრატებით მდინარე ამურის
შესაძლო დაბინძურების გამო. ჩინეთში მდინარე სუნგარიზე, რომელიც ამურს ერთვის, 13 ნოემბერს აფეთქება მოხდა ქიმიურ საწარმოში. შხამქიმიკატების ლაქა, როგორც იტყობინებიან, დღე-ღამეში ასი კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს. ჩინეთის ქალაქ ჰარბინში უკვე რამდენიმე დღეა შეწყვეტილი წყლით მომარაგება. დაიხურა სკოლები და რიგის სხვა დაწესებულებები. ჰარბინი ხაბაროვსკიდან 700 კილომეტრით არის დაშორებული.


XS
SM
MD
LG