Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგრადი გამოდის წინადადებით, კოსოვო ეთნიკური


ბელგრადი გამოდის წინადადებით, კოსოვო ეთნიკური ნიშნით გაიყოს ალბანურ და სერბულ ნაწილებად

ბელგრადი გამოდის წინადადებით, კოსოვო ეთნიკური ნიშნით გაიყოს ალბანურ და სერბულ ნაწილებად
იმ პირობით, რომ მხარე სერბიის შემადგენლობაში დარჩება. ამის შესახებ განაცხადა სერბიის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა. ეს პრობლემა ბელგრადში განიხილება გაეროს წარმომადგენლის, ფინეთის ექს-პრეზიდენტ მარტი აჰტისაარის მონაწილეობით. "როგორიც უნდა იყოს შედეგი, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ჩართული იყოს ამ რთული საკითხის მოგვარებაში გარკვეული - საკმარისად ხანგრძლივი - დროით," თქვა აჰტისაარიმ. კოსოვოს ალბანური ხელმძღვანელობა კატეგორიულად მოითხოვს მხარისთვის დამოუკიდებლობის მინიჭებას.
XS
SM
MD
LG