Accessibility links

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა დღეს ლონდონში მოლაპარაკებები გამართა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა დღეს ლონდონში მოლაპარაკებები გამართა
გერმანიის ახალ კანცლერთან, ანგელა მერკელთან. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ორმა ლიდერმა პირველ რიგში ისაუბრა ევროპის კავშირისა და ორმხრივი ურთიერთობების პრობლემებზე. შეკითხვას, ვის ემხრობა იგი ლონდონსა და პარიზს შორის ევროკავშირის ბიუჯეტის გამო დავაში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა პირდაპირი პასუხი არ გასცა. მან მხოლოდ წარმატების სურვილი გამოთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში. როგორც ტონი ბლერმა თქვა, მერკელთან მოლაპარაკებებში განიხილეს აგრეთვე საერთაშორისო პოლიტიკის საკითხები, მათ შორის მდგომარეობა ირანში და ავღანეთში.

XS
SM
MD
LG